“ნიკორაში“ აღიარებენ, რომ ვადაგასულ და ობიან საკვებს ყიდიან

image
  • 12 084
სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორაში“ აღიარებენ, რომ ხანდახან ვადაგასულ და ობიან საკვებს ყიდიან და ამაში საკუთარ თანამშრომლებს ადანაშაულებენ.

როგორც „2020NEWS“ „ნიკორაში“ განუმარტეს, ვადაგასული და ობიანი საკვების რეალიზაცია ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა იშვიათად.

მათივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მკაცრი გაფრთხილება მიეცათ თანამშრომლებს.

“იშვიათად ხდება მსგავსი შემთხვევები და მკაცრად კონტროლდება ყველაფერი, მაგრამ რაც თქვენ თქვით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ხარისხის მართვის დეპარტამენტს მივაწოდეთ ინფორმაცია, რაზეც მოხდა და მომავალშიც მოხდება მკაცრი რეაგირება, რადგან მსგავსი შემთხვევები ჩვენთვისაც, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. უშუალოდ, თანამშრომლების მოვალეობაში შედის, რომ ვადაგასული პროდუქტი ფიზიკურად არ დარჩეს თაროზე. მუდმივად სამუშაო რეჟიმში ვართ და ვცდილობთ, რომ აღარ მოხდეს ასეთი შემთხვევები“, – განუცხადა “2020NEWS”-ს „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კოშაძემ.

„ნიკორაში“ უხარისხო პროდუქტების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციები ხშირად ხვდება საინფორმაციო სივრცეში. მომხმარებლები საკმაოდ ხშირად საუბრობენ ამის შესახებ და არა „იშვიათად“, როგორც ამას „ნიკორაში“ განმარტავენ.
loading...
„Nikora • ნიკორა თქვენ პატრონი გყავთ ობიან საკვებს რომ ყიდით?“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პროდიუსერი მაია სტეფნაძე სუპერმარკეტ „ნიკორას“ ქსელს, სადაც მან ობიანი ჭარხლის და სტაფილოს სალათი შეიძინა.

ანალოგიური შემთხვევა ჰქონდა ვერიკო ტურაშვილს. მომღერალი სტეფნაძის პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნიკორაში“ ნაყიდი საკვებით მთელი ოჯახი მოიწამლა.

“მთელი ოჯახი მოვიწამლეთ ცოტა ხნის წინ ნიკორაში ნაყიდი საკვებით! დიდი ამბით ვარჩევდი თან და ცოტა შეწუხდნენ ნიკორელები და მეორე დღეს ჩემი მეგობარი მთელი დღით საავადმყოფოში დაწვა არჩევანის დაგემოვნებისთვის“, – დასძინა მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა მაია სტეფნაძის პოსტზე.

წყარო

loading...