„ცეკვავენ ვარსკლავებში“ კოშმარი გრძელდება, ამჯერად პროექტი მარიკა თხელიძემ დატოვა

image
  • 553
მარიკა თხელიძე „ცეკავენ ვარსკვლავები“ ტოვებს. ამის შესახებ მომღერალმა ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

"მოუგვარებელი დეტალები, რომლებიც პროდიუსერებსა და ხელმძღვანელ სუბიექტებს უკავშირდებოდა გადმოგვდეს ჩვენ, მიწვეულ ვარსკვლავებს და ნეგატიურად დაგვმუხტეს იმ დროს, როცა მხოლოდ ცეკვაზე უნდა მეფიქრა და პირველ რიგში იმაზე, რომ მაყურებელი მაქსიმალურად კმაყოფილი ყოფილიყო შოუთი.

ძალისხმევა არ დამიშურებია, თუმცა არსებულს დევიდის მიმართ გამოხატული უსამართლობაც დაემატა.

მორიგ ეტაპზე გაჩნდა ჩაცმის პრობლემაც, მექნებოდა თუ არა სასცენო კოსტიუმი დროულად და რეალურად ყველაფერი ექსტრემალურად ვითარდებოდა, პასუხისმგებელი პირები ტელეფონის ზარსაც არ პასუხობდნენ...

კიდევ ერთი უცნაურობა ის არის, რომ რამდენიმე პირდაპირი ეთერის დროს, თავად როგორც ნახეთ, ზარებსა და მესიჯებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ცხადდებოდა. ჯერ თითქოს უფასო იყო, შემდეგ თქვეს რომ ფასიანია, რის გამოც გულშემატკივრებთან თავი უხერხულად ვიგრძენი.
loading...
ჟიურის დამოკიდებულება და შეურაცხმყოფელი კომენტარები, რის გამოც ერთ-ერთმა მონაწილემ პირველმა დატოვა პროექტი, თავადაც გახსოვთ. გვჯეროდა, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს მიდგომა შეიცვლებოდა, მაგრამ ჩვენი წყვილის მისამართით უფრო გამძაფრდა.

ყოველდღიურად რვა-ცხრა საათი ვვარჯიშობდი იმისთვის, რომ მაყურებელამდე სრულყოფილი შოუ მიმეტანა. იმის მაგივრად კონკრეტული რჩევა მოეცათ, კისერი გაგვესწორებინა თუ ფეხი, მოვისმინე, რომ მოუქნელი ვარ და პირიდან ცეცხლს ვერ ვაფრქვევ.

ვწუხვარ!!! იძულებული ვარ ასეთი გადაწყვეტილება მივიღო - მე ვტოვებ პროექტს და უარს ვეუბნები ადამიანებთან გულგრილ, არაპროფესიონალურ და ზერელე დამოკიდებულებას. უარს ვეუბნები ყველას, ვისი შეცდომის გამოც მე მივიღე სტრესი. ვისი შეცდომის გამოსწორებაც ექსტრემალურ პირობებში მე მიწევდა სცენაზე. ვისი მონდომებითაც ჩემი შრომა და ძალისხმევა გადაიფარა. ეს პროექტი უკვე წარსულია", - წერს მარიკა თხელიძე.

loading...