11 წლის წინ გაუჩინარებული 3 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები დღემდე ეძებენ - შესაძლოა, ცოცხალია?

image
  • 637
მედელაინ მაკკანის გაუჩინარება უკვე მე-11 წელია ვერ გახსნეს. გოგონას ისტორიაზე მომუშავე კერძო დეტექტივი დევიდ ედგარი ყვება მომხდარის შესაძლო ვერსიას.

3 წლის გოგონა, რომელიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა პორტუგალიის კურორტ პრაია-და ლუშზე, გურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. გოგონა სულ მალე ოთხი წლის უნდა გამხდარიყო.
მაკკანებმა მედელაინი და მისი ტყუპი ძმა დააძინეს და თვითონ ვილიდან 50 მერიდან მოშორებით მდებარე რესტორანში წავიდნენ. ყოველ ნახევარ საათში ჯერი და კეიტი მორიგეობით მიდიოდნენ და ნახულობდნენ ბავშვებს. მორიგი მისვლის დროს კეიტმა აღმოაჩინა, რომ ბიჭებს მშვიდად ეძინათ, ხოლო გოგონა ოთახში აღარ იყო. მთელი ქალაქი ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში. მომხდარის შემდეგ პორტუგალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

დასახელდა რამოდენიმე ჰიპოეზა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მშობლებმა მოკლეს. მეორე ვერსიით მედელაინმა ვერ დაამშვიდა ძმები და სახლიდან წავიდა, რათა მშობლები მოეძებნა. სახლიდან რესტორნამდე ბავშვი გაუჩინარდა. თუმცა, არც ერთი ვერსია არ დადასტურდა და 2 წლის შემდეგ საქმე დახურეს.
loading...
ამ დრომდე მედელაინის მშობლები არ ნებდებიან და ცდილობენ შვილის პოვნას. გოგონას პოვნა ბავშვობის ფოტოთი- შეუძლებელია. მაგრამ ჯერი და კეიტი ვერ ეგუებიან აზრს, რომ შვილს ვეღარ ნახავენ.

2018 წელს დიდი ბრიტანეთის შსს-მ 154 000 ფუნტი სტერლინგი გამოყო სამძებრო ოპერაციაზე, რომლის შედეგადაც გაჩნდა ახალი ვერსია მომხდართან დაკავშირებით.დეტექტივი, რომელიც დაიქირავეს ჯერიმ და კეიტმა, ირწმუნება, რომ გოგონა ცხოვრობს პორტუგალიაში. მან უბრალოდ არ იცის, რომ უკვე 10 წელია, მთელი ქვეყანა ჩართულია მის ძებნაში. "ის შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმყოფება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ახლა პორტუგალიაშია“, -ამბობს გამომძიებელი. ედგრი თვლის, რომ მედელაინი მოიტაცა პედოფილმა ან დამნაშავეთა ჯგუფმა. ის დარწმუნებულია, რომ გამტაცებელი ადრე თუ გვიან გამოამჟღავნებს თავს. "შესაძლოა გამტაცებელი სიკვდილის წინ გაამჟღავნებს სიმართლეს. ან ადამიანები მისი გარემოცვიდან აუცილებლად იტყვიან სიმართლეს“, - ამბობს ედგარი. დაველოდოთ, როგორი იქნება შედეგები...

 

 

loading...