პოლონეთში გოგონას საზარელი მკვლელობის დეტალები-დანაშაულისთვის ქართველები დააკავეს

image
  • 536
პოლონეთის ქალაქ ლოძში, 28 წლის პაულინა დ.-ს მკვლელობის საქმეზე საქართველოს ორი და ბელორუსიის ერთი მოქალაქე დააკავეს. ამავე საქმეზე კიდევ ერთ ქართველს, ქუთაისელ, 39 წლის მამუკა ხეცურიანს ინტერპოლი უკვე ეძებს.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლონელი გოგონას ცხედარს კისრის არეში დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
ამავე მედიის ინფორმაციით, 28 წლის პაულინა დ.-ს მკვლელობა 20 ოქტომბერს მოხდა.
მკვლელობის დღეს, ახალგაზრდა გოგონა ქალაქ ლოძში, პიოტრკოვსკას ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამუკა ხეცურიანმა ახალგაზრდა გოგონა ჰოსტელში მიიყვანა. მას ფიზიკურად გაუსწორდა, იძალადა, სავარაუდოდ გააუპატიურა, შემდეგ კი დანით მოკლა.
სამართალდამცველებმა პაილინა დ.-ს ცხედარი იანას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
“ჩვენი ვერსიით, ქალი სცემეს და შემდეგ მოკლეს. დამნაშავე სექსუალური მოტივით მოქმედებდა. სიკვდილის მიზეზი კისრის არეში ჭრილობა გახდა. სავარაუდოდ, დანაშაულის იარაღი არის დანა”, – ამბობს ლოძის პროკურატურის წარმომადგენელი, კაზშიტოფ კოპანია.
მისივე განმარტებით, დანაშაულში მონაწილე 3 პირია დაკავებული – 28 და 41 წლის ორი ქართველი და 44 წლის ბელორუსიის მოქალაქე ქალი.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მამუკა ხეცურიანი პოლონეთის საზღვარი დანაშაულის მეორე დღეს, 21 ოქტომბერს გადაკვეთა და სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.
loading...









 

loading...