უმძიმესი ავარია ლილოში, ერთმანეთს 2 "მარშრუტკა" და 2 მანქანა შეეჯახა, დაშავებულია 8 ადამიანი - პირველი ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან

image
  • 1 865
თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა არიან დაშავებულები.
loading...

ადგილისკენ მიემართება საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. "ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში ცდილობს.



წყარო

 

loading...