10 წლის ბავშვი და 20 წლის სპორტსმენი ვარჯიშისას გარდაიცვალნენ - კარდიოლოგის რჩევა მშობლებს

image
  • 7 255
20 წლის ლაშა მღებრიშვილის გარდაცვალების ფაქტმა უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული. ახალგაზრდა ბიჭი, გუშინ რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ საზოგადოებას ზუგდიდში მოხდარი შემზარავი ამბავიც გაახსენა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა. მაშინ 10 წლის მოზარდს ფეხბურთის თამაშისას გაუჩერდა გული.

ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია ამბობს, რომ როდესაც სპორტულ სექციებს ან გუნდებში იღებენ ახალგაზრდებს, პროფილაქტიკური გასინჯვაა საჭირო. აუცილებლად კომისიამ უნდა შეაფასოს სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო ვარჯიშები უნდა დაიგეგმოს სპეციალური პროგრამის მიხედვით.
loading...
არ შეიძლება ორგანიზმისთვის ერთბაშად დიდი დატვირთვა. ვარჯიშის ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს. პროფგასინჯვები უნდა მოხდეს 6 თვეში ერთხელ. ამაში შედის კარდიოგრამა, ექოსკოპია და დატვირთვის ტესტი. ეს პროცედურები კი ჩვენს არცერთ სპორტულ გუნდში არ ხდება.

ყველა სპორტულ გუნდში უნდა იყოს დეფიბლრილატორი, ელექტროშოკი. გარდაცვლილ ახალგაზრდას საწრაფო დახმარებამ ვერ მოუსწრო, ელექტროშოკით შეიძლებოდა დავხმარებოდით მას, სასწრაფოს მოსვლამდე გული ვერ გაუძლებდა. განვითარებულ ქვეყნებში, ქუჩებზეც კია მიმაგრებული ელექტრო შოკის აპარატები", - განუცხადა "მშობლები.ჯი"-ს მელიამ.

 

loading...