ქედაში ავარიისას 22 წლის გოგო და 15 წლის ბიჭი დაიღუპა - გოგოს გუშინ ქორწილი ჰქონდა

image
  • 2 092
ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულებს შორის ერთი 15 წლამდე ბიჭი, მეორე გარდაცვლილი კი 22 წლის გოგოა, რომელსაც გუშინ ქორწილი ბათუმში ჰქონდა, დღეს კი სოფელში ბრუნდებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
loading...
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი სოფელ დოლოგანში ცენტრალურ გზაზე მილს დაეჯახა.

 

loading...