“მე, წავედი ამ სახლიდან” – რა წერილი დატოვა 11 წლის ელენემ გაუჩინარებამდე

image
  • 3 176
“მე, წავედი ამ სახლიდან” – ეს სიტყვები 11 წლის ელენეს ეკუთვნის, რომელმაც სახლში წერილი დატოვა და გაუჩინარდა.
როგორც “კვირას” დაკარგული გოგონას ნათესავმა განუცხადა, ელენემ სახლი პროტესტის ნიშნად დატოვა.
“ოჯახში დაძაბული სიტუაცია ჰქონდათ. მამა ომის ვეტერანია და ფეხი აქვს მოკვეთილი, ელენემ ოჯახურ კონფლიქტს ვერ გაუძლო და პროტესტის ნიშნად წავიდა. არ ვიცით სად არის. ის არავის გაუტაცებია, ის გაიქცა სახლიდან. დედამისი ამ წუთას პოლიციაშია. დილას ძმასთან ერთად სახლიდან გავიდა. ძმა ერთი წლით უფროსია. ის სკოლიდან გაიქცა, კლასში არ შესულა. ელენეს ძმა კი სკოლაში შევიდა. სად წავიდა, არ ვიცით”, – აღნიშნა მოზარდის ნათესავმა.
loading...
“კვირას” ინფორმაციით, მოზარდის მამა აფხაზეთის ომის დამსახურებული ვეტერანია. მას ომში ფეხი დაუზიანდა, რის შემდეგაც ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. დედა კი ინდმეწარმეა და საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს. ამასთან, გიორბელიძეები აფხაზეთიდან დევნილები არიან.


წყარო

 

loading...