19 წლის სოფო არაბული ავარიას ემსხვერპლა

image
  • 3 651
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ემიგრაციაში მყოფ დედას შვილი გარდაეცვალა.

როგორც გახდა ცნობილი, 19 წლის სოფო არაბული, რომელიც მალე 20 წლის გახდებოდა, ავარიას ემსხვერპლა. გოგონას მანქანა დაეჯახა.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა იტალიაში იმყოფებოდა ემიგრანტად და დაახლოებით 3-4 წლის უნახავი ჰყავდა შვილი.
loading...
"სოფოს დედა იტალიაში იყო, დაზუსტებით ვერ გეტყვით, დაახლოებით 3-4 წლის უნახავი ჰყავდა შვილი. სად და როდის მოხდა ავარია, არ ვიცით. ყველა შოკში ვართ და ვერ ვკითხულობთ, რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მანქანა დაეჯახა. გასკდა გული ამ შემზარავი ამბით“, - ამბობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობელი.

 

loading...