მანდარინის უნიკალური სასარგებლო თვისებები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image
  • 972
ზამთარში ძნელია გაციებისგან თავის დაცვა. წლის ამ ცივ დროს განსაკუთრებით საჭიროა ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. მანდარინი კი განსაკუთრებით სასარგებლოა მანდარინს საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია. მისი ქერქიც კი სასარგებლოა. რბილობი შეიცავს შაქარს, ლიმონმჟავას, ვიტამინებს. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია. მისი მიღება ზამთარში ზრდის სხეულის წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებებზე, ამ ხილს აქვს უნარი გაზარდოს მადა და გააუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლა.

მანდარინის წვენი და ნაყოფი ეფექტურ ზემოქმედებას ახდენს დიზენტერიის დროს.

როდესაც მძიმე მენოპაუზის სისხლდენაა, მანდარინი გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საუკეთესო საშუალება.
loading...
მანდარინის წვენი გამოიყენება კანის დაავადებების დროსაც.ფიტოციდების მოქმედება იმდენად ძლიერია მანდარინში, რომ ცოცხალი წვენი კლავს ზოგიერთ სოკოს.(ტრიხოფიტიას, მიკროსპორებს)რომ განვიკურნოთ სოკოვანი დაავადებისგან, რომლებიც კიდურებზე აღინიშნება, ამისთვის უნდა გამოვწუროთ მანდარინის კანიდან და ლებნებიდან დიდი რაოდენობით წვენი და დავიდოთ დაავადებულ ადგილას ამ წვენში დასველებული საფენები.ძალიან ეფექტური საშუალებაა.

დიაბეტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ამ ნაყენს ასე ამზადებენ: 3 მანდარინის ქერქი მოვხარშოთ 1 ლიტრ წყალში, გავწუროთ დოლბანდში, შევინახოთ მაცივარში და მივიღოთ ყოველდღიურად.

მანდარინის მიქსტურა კი ხველას შეგიჩერებთ: სამ სუფრის კოვზ მანდარინის გამხმარ ქერქს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ორი საათით გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. ეს მიქსტურა შემთბარი მიიღეთ, მეოთხედი ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მანდარინს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, მისი მიღება არ შეიძლება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის და მწვავე ნეფრიტის დროს.

 

loading...