"ვურეკავთ და არ პასუხობს... სახლში უნდა ყოფილიყო..." - რა ინფორმაცია აქვთ დაკარგული დედა-შვილის ახლობლებს

image
  • 2 890
ფონიჭალაში, 23-ე კორპუსის მაცხოვრებელები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ იციან სად არის დაკარგული დედა-შვილი, რომელიც სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად, ნანგრევებში მოყვნენ.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა "პრაიმტაიმთან" განაცხადა, ცდილობდნენ დაკარგულ ქალთან დაკავშირებას, თუმცა ის მობილურ ტელეფონს არ პასუხობს.

"სახლში უნდა ყოფილიყო. პატარა ყავდა და ამ დროს სახლშია ხოლმე. ვურეკავთ და ტელეფონს არ პასუხობს", - განაცხადა დაკარგული ქალის მეზობელმა.

ამ დროისთვის ადგილზე დაკარგული ქალის ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომლებმაც კოპრუსში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებს პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ და შენობაში შესვლის უფლებას არავის აძლევენ.

ამ წუთებში, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს მაშველები ეძებენ. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.
loading...

 

loading...