გაფრთხილება: შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია!

image
  • 414
შავ ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს.

,,დღეს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა!
loading...
შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია !

ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს.

გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს.

აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე,"- აღნიშნულია განცხადებაში.

 

loading...