2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

image
  • 4 801
რას გვპირდება 2019 წელს კოსმოსი? როგორი წელი და რა ტენდენციებია მოსალოდნელი მომავალ წელს? ამ კითხვებით ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს "დაიჯესტმა" ამ კითხვებით ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს მიმართა.

2019 - ყვითელი ტახის წელი

"2019 წელი არის ტახის-ღორის წელი. ეს არის ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანი. ეს ნიშნავს რას? ჩვენ ვიცხოვრეთ მთელი 12 წელი და როგორ გავიარეთ ეს გზა? მოვედით სად? ვისთან? მომავალი წლის ბოლოს საბოლოო დასკვნას გამოგვიტანს კოსმოსი. ვინ ვართ - გულადი, კეთილშობილი ტახები თუ წუმპეში ამოსვრილი ღორები? ეს ეხება თითოეულ ადამიანს მთელ მსოფლიოში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ტახის წელი, რომელიც საბოლოოდ გამოგვიტანს ვერდიქტს - ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ.

ტახის წელი და სიყვარული

ტახი გამრავლების სიმბოლოა. მოგეხსენებათ, საქართველოში არის დემოგრაფიული პრობლემა, ეს წელი გამრავლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ისევე, როგორც სასიყვარულო ურთიერთობისა და ქორწინებისთვის. ხელს უწყობს სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობების ჩამოყალიბებაბს. ეს წელი საუკეთეოსოა ოჯახის შესაქმნელად და შვილების გასაჩენად. ძალიან ბევრი მარტოხელა დაქორწინდება ტახის წელში. ბევრი დაწყვილებაა მოსალოდნელი.

ტახის წელი და პოლიტიკა

ტახის წელი ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხების თვალსაზრისით. მომავალ წელს იქნება არნახული ფინანსური რეფორმები, ტახი შემოიტანს რეალურ ცვლილებებს. 2019 ძალიან სერიოზული წელიწადია. ეს არის ლაკმუსის ქაღალდი საქართველოსთვის - 2021 წლიდან საქართველო შედის განვითარების 12-წლიან პერიოდში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მივაღწიოთ სერიოზულ წარმატებას ეკონომიკურ დარგში, კულტურისა და მეცნიერების მიმართულებით, ასევე, საგარეო პოლიტიკაში. ამიტომ 2019 იქნება პირველი ლაკმუსის ქაღალდი. ეს წელი იქნება იმის საწინდარი, რაც დაიწყება 2021 წლიდან.

მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება, უზრუნველყოფა. ოჯახური ღირებულებებისა და ეროვნული ტრადიციების, ასევე, ფასეულობების პატივისცემა. ეს უნდა წამოვიდეს წინა პლანზე. თუ მომავალ წელს ხელისუფლება ამ მიმართულებით არ იმუშავებს, მათ წინ აქვთ საპარლამენტო არჩევნები და შეიძლება დაკარგონ კიდეც თავიანთი რეალური ძალა. იქნება ძალიან დიდი შეჯახება ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებსა და რეფორმატორულ-ნოვატორულ, მათ შორის ლგბტ ჯგუფებს შორის.

2019 წელში აუცილებლად მოვლენ ქარიზმატული, ახალი პოლიტიკური ლიდერები. აუცილებლად ჩამოყალიბდება მესამე პოლიტიკური ძალა. ისინი თანდათან შემოვლენ საქართველოში. ესაა საუკეთესო პერიოდი უცხოეთთან ურთიერთობისა და ამიტომ ქვეყანას არ აქვს უფლება, ამ მიმართულებით არ იმუშაოს. უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, იმიტომ რომ ამ წელს ურთიერთგაგება რადიკალურად მატულობს.

2019 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

აღმოსავლური ჰოროსკოპი - მთავარი ფავორიტი ტახია. მან 2019 წელს აუცილებლად უნდა დაიწყოს რამე ახალი და მნიშვნელოვანი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასჯერდეს იმას, რაც აქვს. ეს შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა, ყოველ შემთხვევაში რაღაც, რაც სიახლესთან იქნება დაკავშირებული. მათ შეეცვლებათ მსოფლმხედველობა და ინტერესის სფერო. ფავორიტია ასევე თხისა და კატის წლები.

ძალიან კარგი წელი იქნება მამლისა და ხარის წელში დაბადებულებისთვის, ისინი კარგად იგრძნობენ თავს.

რთული წელიწადი ექნებათ გველის, მაიმუნისა და ვეფხვის წელიწადში დაბადებულ ადამიანებს. მათ ცხოვრებაში მოიმატებს პრობლემები. დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ელემენტარული მიზნის მისაღწევად.

დანარჩენი ნიშნებისთვის ნეიტრალური, მეტ-ნაკლებად სტაბილური წელი იქნება.
loading...
რაც შეეხება დასავლურ ჰოროსკოპს - მთავარი ფავორიტები არიან მშვილდოსანი, ლომი და ვერძი. სამი უმთავრესი ფავორიტი. კარგი წელიწადი იქნება კუროსთვისაც, ხოლო წლის მეორე ნახევარი -ქალწულისათვისაც.

მერწყულებს სიფრთხილე მართებთ სამ მარტამდე. თავს იჩენს სხვადასხვა ცდუნებები და პრობლემები. მათ შორის მეგობრულ ურთიერთობებშიც. თავისუფლებისკენ გადამეტებული ლტოლვა შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. გასათვალისწინებელია ზომიერება.

სამი მარტიდან წლის ბოლომდე სირთულეები ექნებათ თევზებს. მატულობს მეგობრული პრობლემების ტენდენცია და თავს იჩენს შინაგანი დეპრესია. ამიტომ წინა პლანზე მაქსიმალურად უნდა წამოვიდეს ოპტიმიზმი, რათა ეს ნიშანი დეპრესიაში არ ჩავარდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეძალოთ სასმელს.

თხის რქის ცხოვრებაში ჯერ კიდევ გრძელდება რთული პერიოდი. მათ განვითარების 2-წლიანი რთული ზონა აქვთ. მაგრამ 2019 გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2018. ამიტომ გარკვეული პრობლემები მოეხსნებათ, მაგრამ ამ ნიშანს კოსმიური გამოცდები კვალავაც ელოდება.

2019 წლის რთული პერიოდები

საკმაოდ რთული გვაქვს იანვარი. შემდგომ რთული იქნება ივნისი-ივლისი. ყველაზე მძიმე კი - სექტემბერი-ნოემბერი. ამ პერიოდში შეიქმნება პრობლემები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია ეკოლოგიური კატასტროფები, სხვადასხვა სახის კონფლიქტები და ტერორისტული აქტები.

P.S. დაიჯესტი დეკემბერში კვლავ შემოგთავაზებთ ინტერვიუს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელთან პირდაპირ ეთერში - ასტროლოგიურ პროგნოზს, საახალწლო რჩევებს ინტერიერთან და სადღესასწაულო მენიუსთან დაკავშირებით. გთხოვთ, მოვწეროთ შეკითხვები აქ და შევეცდებით, თქვენი ინტერესი მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.

 

loading...