"არ უნდა მექნა" - ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის

image
  • 4 734
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა "კვირის აქცენტებში" სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის.

"მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა და ასევე ამერიკული და ევროპული კამპანიების ღრმა ცოდნა მაქვს, რომ როცა პრეზიდენტად იყრი კენჭს, კამპანიაში ტაბუდადებული თემები თითქმის არ არსებობს;

მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა მაქვს, რომ იგივე მასშტაბის ამბავი ტრამპს რომ ქონოდა, სიენენი ჩვეულებრივად ჩატკეპნიდა მიწაში;

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის და სხვა საჯარო პირების ადიულტერი ნებისმიერ ქვეყანაში ადიულტერია და საძრახისია და ცდება "ჩემია, პირადია, რა შენი საქმეა"-ს ფარგლებს;

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტკორექტულობა მძაგს და ვეტრფი უმბერტო ეკოს მიერ მის ფუნდამენტურ დამარხვას;

რა თქმა უნდა, არ უნდა მექნა.
loading...
და არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო გავაფრინე პირდაპირ ეთერში.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის - გინდ პოზიტიური, გინდ ნეგატიური (ასეთიც ბევრი იყო, გულწრფელად შეწუხებული კეთილისმსურველებისგან)

და ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა.

მარადის თქვენი, ნარკომანად და "ქათამად" გამოცხადებული ნ.გ", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

 

loading...