"ასეც ხდება რეალურად, ვითომ ბედნიერი ოჯახი..."

image
  • 1 831
ცხოვრება სოციალურ ქსელში და რეალური ცხოვრება - ხშირად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ვითომ ბედნიერი ადამიანები სინამდვილეში ხანდახან ძალიან უბედურები არიან... ცოლქმრულ "იდილიას", რომელიც ხანხადან მხოლოდ ფოტოებზეა ასახული, სინამდვილეში იდილიას ვერ დაარქმევ და ბევრი ბზარიც აქვს. მათ შორის, ღალატია ყველაზე დიდი ბზარი.

ამ თემას სერიალ "ჩცდ"-შიც შეეხნენ. ქმარი ცოლს მუდმივად ღალატობს, თუმცა ცოლისთვის მთავარია, მისგან ყველაფერი მიიღოს, რაც სჭირდება და მერე ბედნიერი სელფები გადაიღოს. ღალატს და ბზარს ოჯახში ან ვერ ხვდება, იმიტომ, რომ არ აინტერესებს და არ უღრმავდება, ან ეგუება ანგარების გამო...

წყვილის "ბედნიერ" სელფს სოციალურ ქსელში შესაბამისი კომენტარები მოჰყვა:

"აი, ასეც ხდებ რეალურად, ვითომ ბედნიერი ოჯახი... სელფი უბედნიერესი ვარ".

"კაცს ცოლი არ უყვარს, რა სახით უყურებს, არანაირი სითბო და ემოცია არ იგრძნობა ცოლის მიმართ, დავიჯერო ქალი ამას ვერ გრძნობს თუ თავს ისულელებს? საუკეთესო ქმარი რატომაა, ფული რომ მოგცა? ვაი, შენს პატრონს".

"ასეთი უსინდისო ბესთქმარუკა ჰყავს ბევრს".
loading...
"რამდენს დაგთაგავდით სიამოვნებით, ქალებს თუ კაცებს... ასეთი ბესთ და ქიუთ ფოტოებით მეუღლეებთან და ლამის კანონიერი საყვარლებით. ძალიან აქტუალურ თემებს ეხებით სერიალში".

"ეს ცოლი, ხვალ დაჯდება და დაქალებთან სიამაყით მოყვება, როგორ "ტექნიკურად შეუსრულა" ქმარუკას ბეჭდის ყიდვის საკითხი. საშინელი პროტესტის გრძნობა მიჩნდება. ძალიან რეალურია და წესით
ბევრმა უნდა ამოიცნოს თავი, ქეთის, ექიმის და მისი ცოლის როლებს მიღმა".

"აი, ასეთი ცოლები მეზიზღებით".

"ვითომ ბედნიერი ოჯახი..."

"რანაირად შეუძლიათ ასეთ ოჯახურ იდილიას უღალატონ".

 

loading...

მსგავსი სიახლეები