სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება

image
  • 406
მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია ხალვაშმა "პირველს" დაუდასტურა.

"შემოთავაზება დიდი ხნის წინ მივიღე, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდა",-უთხრა "პირველს" ხალვაშმა.
loading...
სოფო ხალვაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანი იყო.

მომღერალი დილის გადაცემიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო.

 

loading...