პატიმრობაში მყოფმა ზუგდიდის მერის ცოლმა შემოხაზული ბიულეტენი გამოაქვეყნა

image
  • 7 557
ზუგდიდის ყოფილი მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლაშა გოგიას ცოლმა ნანა თოდუამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს შემოხაზული ბიულეტენი და მისი პირადობის მოწმობა.

იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია.

“ჩემს პოსტზე „ნაც“ ხროვის კომენტარებს მინდა ვუპასუხო, 48 შემოვხაზე იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ბადრაგი ბევრად უკეთ ექცევა პატიმრებს, ვიდრე ზოგ-ზოგიერთი ჟურნალისტი ჩემს 15 წლის შვილს მოექცა“,- წერს ყოფილი მერის მეუღლე.
loading...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ კაბინაში ფოტოს გადაღება აკრძალულია, შესაბამისად, მომხდარ ფაქტზე საარჩევნო უბანზე უნდა მოხდეს რეაგირება.

ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნები მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავეს.

 

loading...