„თავს ვგრძნობ გამარჯვებულად, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ" - ნიკა გვარამია

image
  • 902
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ეგზიტპოლების შედეგებზე ისაუბრა.

„ვენდობი Edison Research-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავიქირავებდი მას, მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში. კალაძის გამარჯვებაც ჩვენ გამოვაცხადეთ შარშან და გახსოვთ აგრესია ჩემზეც, „რუსთავი 2“-ზეც. ეს ასეა ხალხო, უნდა მიეჩვიოთ, არჩევნებში არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული, მაგრამ არჩევნებზე ვლაპარაკობ და არა იმაზე, რასაც ჩვენ ვუყურებდით.

ჩვენ არჩევნები მოგვტაცეს. არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება. რომ არ დაგიმალოთ, მე ვგრძნობ თავს გამარჯვებულად, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ.
loading...
გაცილებით დიდი რეზულტატი მივიღეთ საბოლოოდ, ამ ქვეყნის პატრიოტებმა, ვიდრე გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობით მივიღებდით. მივიღეთ 900 000 მომხრე და იქით მივიღეთ 1 100 000 მოსყიდული მომხრე.

ეს წარმოუდგენელი შედეგია. ამდენი უანგარო მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავდა მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ მიმდინარე წლის ოქტომბერში განაცხადა, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, საქართველოში არ გაჩერდებოდა.

 

loading...