გაიგეთ თქვენი სიყვარულის მფარველი რიცხვი

image
  • 540
თუკი საყვარელი ადამიანის გაცნობის თარიღი გახსოვთ, მაშინ იმ დღის, თვისა და წლის შემადგენელი ციფრები შეკრიბეთ, მაგალითად: თქვენი გაცნობის თარიღია 01.02.1980, ახლა ერთმანეთს მიუმატეთ ეს ციფრები: 0+1+0+2+1+9+8+0=21; შემდეგ: 2+1=3.

ტესტის შედეგები:

1 - მზის რიცხვი
ის ამბიციურობისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა. თქვენ საკუთარი საქმით გატაცება და მაღალი სტატუსისკენ მისწრაფება გაერთიანებთ. მთავარია, უფრო წარმატებული მეორე ნახევრის მიმართ შეჯიბრის გრძნობა დათრგუნოთ. არ მისცეთ სხვებს თქვენს ურთიერთობებში ჩარევის უფლება. გარეშეთა რჩევები თქვენს ურთიერთობას მხოლოდ ავნებს.
რა გააძლიერებს კავშირს?
„ერთიანს“ არ უყვარს ერთფეროვნება. ეცადეთ, მეტი ახალი შთაბეჭდილება მიიღოთ, იმოგზაურეთ.

2 - მთვარის რიცხვი
ის რომანტიკულობასა და სენტიმენტალობას გამოხატავს. მაშინაც კი, თუ თავიდან მხოლოდ სექსი ან რაღაც მატერიალური გათვლა გაკავშირებდათ, მთვარე დროთა განმავლობაში სიყვარულის გზას გაგიხსნით. დაძლიეთ საკუთარი სიმორცხვე გრძნობებში, მაგრამ არ ეცადოთ მოვლენების დაჩქარებას: „ორიანს“ რევოლუციური ცვლილებები აფრთხობს.
რა გააძლიერებს კავშირს?
ხანგრძლივი კანფეტიან-თაიგულიანი პაემნები. ქორწინებაში კი - მცირეხნიანი განშორებები და ვნებიანი შერიგებები.

3 - მარსის რიცხვი
„სამიანი“ მტკიცე ოჯახს აყალიბებს, რომელსაც არანაირი სირთულის არ ეშინია. მარსი შეცდომების გაანალიზებაში გეხმარებათ, ეს კი მათ გამეორებას აგარიდებთ. ფინანსური, საყოფაცხოვრებო, ფსიქოლოგიური კრიზისები მხოლოდ განამტკიცებს თქვენს კავშირს. ერთადერთი, რამაც თქვენს ბედნიერებას შეიძლება ზიანი მიაყენოს, ეს გარემოცვის შურია. უფრთხილდით ინტრიგანებს!
რა გააძლიერებს კავშირს?
„სამიანებმა“ არ უნდა იზარმაცონ. ახალი მიზნები დაისახეთ და მიაღწიეთ. ნუ ხართ დივანზე წამოწოლილი.

4 - მერკურის რიცხვი
ის სტაბილურობასა და მატერიალურ უზრუნველყოფას გპირდებათ. ამას გარდა, მერკური ურთიერთობებშიც გეხმარებათ. თქვენ ის წყვილი ხართ, ვისაც არ სწყინდება ერთად ყოფნა. ბევრი მოგმართავთ რჩევისა და ფულის სათხოვნელად. ნებისმიერს ფულს ნუ ასესხებთ. მეტი დრო დაუთმეთ ერთმანეთს და არა ნაცნობ-მეგობრებს.
რა გააძლიერებს კავშირს?
პარტნიორის ნდობა თქვენი ბედნიერების საწინდარია. „ოთხიანი“ ძნელად იტანს ეჭვიანობას.
loading...
5 - იუპიტერის რიცხვი
იუპიტერს „დიდი ბედნიერების პლანეტას“ ეძახიან. ერთად ცხოვრების ათი წლის შემდეგაც თქვენ ერთმანეთზე ზუსტად ისე იქნებით შეყვარებულები, როგორც პირველ დღეს. მაგრამ თქვენს ურთიერთობას უღრუბლოს ვერ დავარქმევთ. სავარაუდოდ, ურთიერთობების გარკვევა, ჭურჭლის მსხვრევა, ბობოქარი განშორება და კვლავ ერთიანობა გელოდებათ.
რა გააძლიერებს კავშირს?
ისწავლეთ თავის შეკავება. მთავარია, უთანხმოებისას ურთიერთბრალდებებსა და შეურაცხყოფებზე არ გადახვიდეთ.

6 - ვენერას რიცხვი
ვენერას ცხოვრება ემოციებსა და განცდებს ემყარება. კავშირს, რომელიც ექვსიანის ნიშნის ქვეშ შეიქმნა, ხშირად უშლიან ხელს იდუმალი თაყვანისმცემლები და მომაბეზრებელი „ყოფილები“. თქვენს ურთიერთობაში ეჭვი დიდი დოზით იქნება, მით უფრო, რომ ფლირტის დამალვა ძნელი საქმეა.
რა გააძლიერებს კავშირს?
პატიების უნარი. თავქარიანობის მიუხედავად, ვენერა აფასებს ოჯახს და წლებთან ერთად უფრო „დინჯდება".

7 - სატურნის რიცხვი
სატურნი მზისგან ყველაზე დაშორებული პლანეტაა, ცივი და ნაკლებად შესწავლილი. მისი მფარველობის ქვეშ წარმოშობილი ურთიერთობები გარემოცვას გაუგებარი და უცნაური ჰგონია. ამგვარ წყვილებს ცოტა მეგობარი ჰყავთ. სტუმარი მათ სახლში ძალიან იშვიათია, მაგრამ ეს არ აწუხებთ. ისინი ერთმანეთით არიან გატაცებულები. „შვიდიანის“ წყვილს ხშირად ნიჭიერი ბავშვები უჩნდება.
რა გააძლიერებს კავშირს?
ნუ გამოეყოფით სამყაროს, ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედეთ.

8 - ურანის რიცხვი
ეს ურთიერთობა შეუცნობლობით გამოირჩევა. შეგიძლიათ, ნებისმიერი წვრილმანის გამო თქვენი კავშირი საფრთხის ქვეშ დააყენოთ. დღეს ერთმანეთზე გიჟდებით, ხვალ კი მეგობრებს ემოციურად ატყობინებთ, რომ შორდებით, რაც, სავარაუდოდ, არ ასრულდება. „რვიანი“, როგორც უსასრულობის ნიშანი, წყვეტას ვერ იტანს. გაუგებრობის პერიოდი სიყვარულის ახალი სპირალით აუცილებლად შეიცვლება.
რა გააძლიერებს კავშირს?

„რვიანებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლების შეგრძნება. დაუტოვეთ ერთმანეთს პირადი სივრცე - ცოტა მაინც.

9 - ნეპტუნის რიცხვი
მეოცნებე ნეპტუნს იდეალების შექმნა და ქვიშის სასახლეების შენება უყვარს. ამიტომაც მისი მფარველობის ქვეშ განსაკუთრებით მგზნებარე, მაგრამ ხანმოკლე რომანები წარმოიქმნება. ყველაფრის შთანთქმელი ვნება მალე იცვლება იმედგაცრუებით. განშორება, როგორც წესი, უმტკივნეულოდ ჩაივლის. თავად კავშირი კი სასიამოვნო მოგონებებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ტოვებს.
რა გააძლიერებს კავშირს?


ამ მყიფე კავშირის განმტკიცებაში რომანტიკა დაგეხმარებათ, მაგრამ ამისთვის კარგი ფანტაზია დაგჭირდებათ!

 

loading...