ზუგდიდში, მედდამ 6 წლის ბავშვი C ჰეპატიტით დააინფიცირა

image
  • 5 924
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ დაინფიცირება მედდის მეშვეობით მოხდა.

მისი თქმით, მედდა C ჰეპატიტით იყო ინფიცირებული. მას ნემსი თითზე მოხვდა და ამავე ნემსით გაუკეთა მოზარდს ინექცია.
loading...
საკითხის შესწავლის შემდეგ, მედდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ინფიცირებულ მოზარდს, მის მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს ჰოსპიტალი საკუთარ თავზე იღებს.

წყარო

 

loading...