"სავარაუდოდ, მძღოლს გაზი და მუხრუჭი აერია..." - ახალი დეტალები ავარიაზე, რომელსაც წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

image
  • 342
თბი­ლი­სი და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ - 27 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მოს 3 შვი­ლის მა­მამ, გოგა ჯუ­ლუ­ხი­ძემ, შვი­ლე­ბი: 10 წლის ლიზი, 6 წლის რეზი და წლი­ნა­ხევ­რის ტასო, ლი­სის ტბას­თან სა­სე­ირ­ნოდ წა­იყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე წუ­თის მი­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ, როცა იმ ად­გი­ლას, სა­დაც ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი არ მოძ­რა­ო­ბენ და ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლად ით­ვლე­ბა, "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ჯიპი შე­ვარ­და და პა­ტა­რა ტასო ჰა­ერ­ში აის­რო­ლა. ბავ­შვი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.
loading...
"ტა­სოს მშობ­ლებს ჯერ სა­ხე­ლიც კი არ უკი­თხავთ იმ გო­გო­სი, ვინც ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა. ერთი, რაც გა­ვი­გეთ, ის არის, რომ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰყავ­დათ. ოჯახს ჯერ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც არ აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. ასეთ დროს ალ­ბათ ასე ხდე­ბა - არ ეუბ­ნე­ბი­ან, ვინ ჩა­ი­დი­ნა ეს. რო­გორც ვი­ცით, ეს გოგო არის 17 წლის და მან­ქა­ნა­ში შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად იჯდა.

თა­ვად ბიჭს ჰქონ­და თუ არა მარ­თვის მოწ­მო­ბა, ჯერ არ ვი­ცით. სა­ვა­რა­უ­დოდ, ისიც ასე­ვე პა­ტა­რაა ასა­კით და მა­ნაც არ იცო­და მარ­თვა წე­სი­ე­რად. მან­ქა­ნა ახა­ლი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჯერ კი­დევ ტრან­ზი­ტულ­ნომ­რი­ა­ნი იყო. გა­და­უ­ფორ­მე­ბე­ლი მან­ქა­ნით ავიდ­ნენ ლი­სის ტბა­ზე, რო­გორც ჩანს, სე­ირ­ნობ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ გო­გო­ნამ სა­ერ­თოდ არ იცო­და მარ­თვა და გა­ზი­სა და მუხ­რუ­ჭის სა­ტერ­ფუ­ლე­ბი აე­რია", - აღნიშნა ოჯახის ნათესავმა "სარკესთან" ინტერვიუში.

 

loading...