როდის დადგება ყვითელი ღორის წელიწადი და რა სიურპრიზებს ჰპირდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

image
  • 4 088
ადამიანებს ბოლო წლებში განსაკუთრებულად აინტერესებთ ასტროლოგია, ეს ინტერესი კი, განსაკუთრებით ახალი წლის დასაწყისში, იზრდება.  2019 წელი ყვითელ ღორს ეკუთვნის. გადავავლოთ თვალი, რას მოგიტანთ ყვითელი ღორის წელი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

ჩინური კალენდრის მიხედვით, 2019 წელი - ყვითელი ღორის წელია. ასტროლოგები ამბობენ, რომ საერთო ჯამში, ღორის წელი მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება, მთელი მსოფლიოსთვის.

ღორის წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, 2019 წლის 5 თებერვალს დადგება, თუმცა მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ღორის წელთან შესახვედრად დღესასწაულს, 31 დეკემბერს აწყობენ და შესაბამისად ემზადებიან.

ასტროლოგები ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ღორის წელს შეხვდეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში, იყოთ მათ გვერდით, ვინც ნამდვილად გიყვართ და ვისაც ნამდვილად დიდ პატივს სცემთ. უნდა აჩვენოთ სამყაროს თუ რა ძლიერი და მყარი კავშირი გაქვთ თქვენი ოჯახის უხუცეს წევრებთან, რომ დიდ პატივს სცემთ წინაპრებს. სადღესასწაულო სუფრაზე წარსულისა და მომავალის შერწყმა უნდა ჩანდეს. ასტროლოგების მტკიცებით, ამ შემთხვევაში სამყაროსგან ბევრ შესაძლებლობას მიიღებთ.

ოჯახის დაქორწინებულმა და ბედნიერმა წყვილებმა, დაუქორწინებელ ოჯახის წევრებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საკუთარ შვილებს, ახალი წლის ღამეს, ფულის მონეტები უნდა აჩუქონ. მათ ბედნიერების მონეტებს უწოდებენ და სჯერათ, რომ ღორის წელში წარმატების, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება.

"ბედნიერების ფული“ წითელ ტუბში, ჩანთაში, ან რაიმე ნებისმიერ სხვა წითელ ნივთში უნდა იყოს მოთავსებული. საჩუქარი, ბედნიერების მომტანი იქნება არა მხოლოდ მისი ადრესატისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ფული საჩუქრად გასცა.

ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, ღორის წელში, ფულის მონეტები, უნდა აჩუქოს ოჯახის ახალგაზრდა წევრებს უხუცესმა ადამიანმაც, როგორც დაუქორწინებლებს, ასევე დაქორწინებულებს.  მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს, გეცვათ რაიმე ახალი, თუნდაც ეს იყოს თეთრეული. სჯერათ, რომ ახლის დასაწყისს, ახალი სამოსით უნდა შეხვდეთ, თუ გინდათ, რომ წარმატების მომტანი კარი გაგიღოთ სამყარომ.

სახლი მორთეთ წითელი და ყვითელი ფერებით. აუცილებლად, ყველაფერი უნდა იყოს სუფთა და გაახლებული. წითელ ფურცლებზე დაწერეთ სურვილები და ფანჯარაზე მიაკარით, ასევე შეგიძლიათ ამ სურვილების ფურცლებით, ნაძვის ხე მორთოთ.  სახლი მორთეთ ყვავილებით, თუმცა აუცილებლად ცოცხალი ყვავილები უნდა იყოს, ხელოვნურ ყვავილებს ნუ იყიდით. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ თუ ახალ წელს, სხვადასხვაგვარი ყვავილებით მორთულ სახლში შეხვდებით, ის წელი ბედნიერების მომტანი იქნება.
loading...
რაც შეეხება საკვებს, არ არის არანაირი აკრძალვა, თუმცა ჩინელებს სჯერათ, რომ განსაკუთრებით ბედნიერების მომტანი იქნება ღორის წელი იმ შემთხვევაში, თუ სუფრაზე თევზით მომზადებული კერძები გექნებათ.

არ დაგავიწყდეთ ხილი, განსაკუთრებით კი, ფორთოხალი. სუფრასთან უხვად მიიტანეთ, ბროწეულის მარცვლები. ამით ბარაქასა და დოვლათს მიიზიდავთ. შემწვარი ქათამი არ დაჭრათ, დაუჭრელად მიიტანეთ საახალწლო სუფრასთან, რადგანაც ეს, ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ მიაჩნიათ.  ჩინელები, ახალი წლისთვის, ძალიან დიდი რაოდენობით საჭმელს ამზადებენ და ფიქრობენ, რომ ასე სიმდიდრეს იზიდავენ.

ახალი წლის დილა, დაიწყეთ ჩაის მირთმევით. ჩინური ტრადიციის თანახმად, ღორის წელის დადგომისას, პირველ დილით ოჯახის ყველა წევრმა უნდა მიირთვას ტკბილი ჩაი, რაც ტკბილი და ბედნიერი ცხოვრების სიმბოლოა. სადღესასწაულო სუფრაზე კი, მთავარი ალკოჰოლური სასმელი წითელი ღვინო უნდა იყოს.

ვინაიდან ღორი გულისხმიერებით, კეთილშობილებითა და პატიოსნებით გამოირჩევა, 2019 წელს იკლებს, თქვენი მოტყუების ალბათობა.

ადამიანები, მზად იქნებიან, დახმარების ხელი გამოგიწოდონ, შემოვლენ თქვენს მდგომარეობაში და თქვენს შეცდომებზეც დახუჭავენ თვალს.

2019 წელი არ იქნება ქიშპობისა და კონკურენციის წელი, რადგან ღორი იშვიათად ერთვება შეჯიბრებებში. ამ წელს, ბედი გაუღიმებთ გონივრულად ფრთხილ და ჭკვიან ადამიანებს. უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია მარტივი არ იქნება, ისევე როგორც ახალი ბიზნესპარტნიორების შეძენა, რადგან ღორი უტყვია.

მიუხედავად ამისა ოჯახის წევრებს და მეგობრებს შორის ურთიერთობა გაღრმავდება, რადგან თუ ღორი ვინმეს მიენდობა, უზომოდ გულახდილია და გულს წიგნივით უშლის.

ღორის წელი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება კუროსთვის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი დაწინაურდება როგორც ფინანსურად, ასევე კარიერულად. ის მწვერვალის ზენიტში მოექცევა. შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ აგიხდებათ ყველაზე სანუკვარი ოცნებები,  მათ შორის ის, რასაც ბავშვობაში ნატრობდით. თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ შრომის გარეშე არაფერი მოდის.

კურო, ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელიც გულზე ხელდაკრეფილი გაატარებს მთელ წელს, მაგრამ როგორც კი წაზარმაცების სურვილი მოგერევათ, შეახსენეთ თავს, რომ დასვენების უფლება, არ გაქვთ!

სწორედ, ახლა დგება თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი, რომელიც 300 წელი აღარ განმეორდება კუროსთვის!

აღმოჩნდებით სიტუაციაში, რომელიც თავის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ.

დასაოჯახებელი კუროები, შეხვდებიან თავიანთ ნამდვილ სიყვარულს. დაქორწინებულები კი, მეუღლესთან  სრულ ჰარმონიას მიაღწევენ. დარწმუნებიან, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. მოსალოდნელია მატება – გოგონას ისურვებდით თუ ბიჭს? ბევრ კუროს მოგზაურობის საშუალება მიეცემა, ასე რომ დაფიქრდით, რომელი ქვეყნის ნახვა გინდათ?

 

loading...