მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი - 2019 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

image
  • 21 329
ასტროლოგია, შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით, ცდილობენ ახსნან, ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.  ძალიან ცოტა დრო დარჩა, ძაღლის წელის გასვლამდე და ყვითელი ღორის წელიც, ალბათ უკვე გზაშია. მოდით, ვნახოთ რა პროგნოზს აკეთებენ ვარსკვლავები და როგორი ცხოვრება და გეგმები ექნებათ, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, ღორის წელში.

ვერ­ძი
ვერ­ძე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც უკვე გა­არ­კვი­ეს რა სურთ ცხოვ­რე­ბის­გან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წა­რი­მარ­თე­ბა 2019 წელი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში­ცა და საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც, წარ­მა­ტე­ბა, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლის თან­მდე­ვი იქ­ნე­ბა. მარ­სი, რო­მე­ლიც ვერ­ძის მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტაა, აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, ისე­ვე რო­გორც მზე, და ვერ­ძში აგ­რე­სი­ას გაზ­რდის. სწო­რედ ამი­ტომ, გან­სა­კუთ­ღე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე მარ­თებთ, ემო­ცი­ე­ბის მარ­თვი­სას. თუ არ გა­ცხარ­დე­ბით, ყვე­ლა და­წყე­ბულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანთ, ახალ, სა­ი­მე­დო კავ­ში­რებს და­ამ­ყა­რებთ და გარ­შე­მომ­ყო­ფებ­შიც, მეტ პა­ტი­ვის­ცე­მას და­იმ­სა­ხუ­რებთ. მზის დახ­მა­რე­ბით, ვერ­ძებ­ში მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იტ­რი­ა­ლებს პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია. თა­ვა­დაც გა­ოც­დე­ბით, როცა აღ­მო­ა­ჩენთ, რო­გო­რი და­უ­ღალ­ვი გამ­ხდარ­ხართ. მარ­თა­ლია, 2019 წელ­საც შეგ­ხვდე­ბათ სა­ნერ­ვი­უ­ლო, მაგ­რამ სტრესს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით. ის არც თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა და არც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე. ზო­გი­ერ ვერძს, სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აც­დუ­ნებს. ამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში, გა­იღ­ვი­ძებს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი. ამი­ტომ დიდი ალ­ბა­თო­ბით ვარ­ჯიშს და­ი­წყებს. წლის ბო­ლომ­დე, უამ­რა­ვი იდეა მო­გი­ვათ თავ­ში და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მო­გე­ცე­მათ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სურ­ვი­ლებ­ში არ აიბ­ლან­დოთ. შე­ად­გი­ნეთ გეგ­მა და გო­ნივ­რუ­ლად მიჰ­ყე­ვით მას.

კურო
2019 წელს, საქ­მე­ზე მაქ­სი­მა­ლურ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას მო­ა­ხერ­ხებთ, ახალ გა­რე­მო­ში გა­მო­ავ­ლენთ თქვენს ფა­რულ ნი­ჭ­სა და კარ­გად გა­ვარ­ჯი­შე­ბულ უნარ-ჩვე­ვებს. ღო­რის წელს, კურო იმ­ხე­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბას იგ­რძნობს, რო­გო­რიც უწინ არას­დროს ჰქო­ნია. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი, დი­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კი მის ცხოვ­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლის და შე­საძ­ლოა, სრუ­ლი­ად ახა­ლი კა­ლა­პო­ტიც გა­უკ­ვა­ლოს. კუ­რო­ე­ბო, გახ­სოვ­დეთ, ღო­რის წელს ყვე­ლა­ფე­რი მო­გე­ცე­მათ, რა­საც კი ცხოვ­რე­ბის­გან მო­ი­თხოვთ, ამი­ტომ თა­მა­მად იფიქ­რეთ, და­გეგ­მეთ, იოც­ნე­ბეთ. თვალ­ში­ა­ცე­მი გახ­დე­ბა თქვე­ნი სწრა­ფი, გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად აი­სა­ხე­ბა, სამ­სა­ხურ­სა და ბიზ­ნეს­ზე. დიდი ნახ­ტო­მით წინ წა­ი­წევთ, კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა მა­შინ, როცა მთვა­რე, თქვენ­თვის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში, კუ­რო­ში იმ­ძლავ­რებს აგ­რე­სია და ჩხუ­ბის სურ­ვი­ლი, ამი­ტომ ჩა­ერ­თვე­ბა კონ­ფლიქ­ტებ­ში, შე­საძ­ლოა, ახლო მე­გო­ბა­რი და­კარ­გოს ან მე­უღ­ლეს და­შორ­დეს. ზო­გი­ერ­თი, სახ­ლი­დან წას­ვლა­საც გა­ნიზ­რა­ხავს. რამ­დე­ნი­მე კონ­კუ­რენ­ტი, უსა­მარ­თლოდ მო­გექ­ცე­ვათ, რაც დიდ პრო­ტესტს გა­მო­იწ­ვევს თქვენ­ში ­და დიდი ალ­ბა­თო­ბით მდგო­მა­რე­ო­ბი­და­ნაც გა­მო­გიყ­ვანთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, მას­თან გრძელ­ვა­დი­ა­ნი ომის წა­მო­წყე­ბა. გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს და­გი­ჭე­რენ.

ტყუ­პი
2019 წელს ღორი, ტყუ­პის და­ჯილ­დო­ე­ბას გა­და­წყვეტს. უეც­რად, ძა­ლი­ან სა­ჭი­რო აღ­მოჩ­ნდე­ბა, თქვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი. ადა­მი­ა­ნე­ბი, მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რით მო­გის­მე­ნენ და და­გი­ჯე­რე­ბენ. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­იც­ნობთ უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს. ზო­გი­ერ­თმა მათ­გა­მა, შე­საძ­ლოა ერ­თად მუ­შა­ო­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი, რა­ღაც სარ­გე­ბელს მა­ინც მო­გი­ტა­ნენ - ფი­ნან­სურს, მო­რა­ლურს ან სტრა­ტე­გი­ულს. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ მფარ­ვე­ლი, პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში, რაც გა­რან­ტი­ად იქ­ცე­ვა, რომ ვე­ღა­რა­ვინ მო­გექ­ცე­ვათ უსა­მარ­თლოდ. თუ ჯე­რაც, არ გაქვთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე "რა გა­გი­კე­თე­ბია ცხოვ­რე­ბა­ში, ისე­თო, რი­თაც ამა­ყობ?" - სწო­რედ, 2019 წელს მო­ი­პო­ვებთ. ძვირ­ფა­სო ტყუ­პო, მო­გი­წევთ მო­ერ­გოთ თქვეთ­ვის უჩ­ვე­უ­ლო, ახალ სი­ტუ­ა­ცი­ას. თუ ამ წელს, რა­ი­მე არ გა­მო­გი­ვათ, ნუ და­ხარ­ჯავთ მას­ზე ზედ­მეტ დრო­სა და ენერ­გი­ას, დრო­ე­ბით შე­ეშ­ვით და სხვა საქ­მით და­კავ­დით. ღო­რის წელს ვარ­სკვლა­ვე­ბი, უფ­ლე­ბას გაძ­ლე­ვენ, რომ ეგო­ის­ტე­ბი იყოთ, ამი­ტომ გა­ა­კე­თეთ ის, რაც კარ­გად გა­მოგ­დით - იფიქ­რეთ, სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

კირჩხი­ბი
კირჩხი­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც მის წის­ქვილს და­ას­ხამს წყალს. ადრე, მხო­ლოდ იც­დი­დით და მოთ­მი­ნე­ბით ელო­დით, თქვე­ნი "აღ­ზე­ვე­ბის პე­რი­ოდს", ღო­რის წელს კი ცხოვ­რე­ბის ნა­ნატ­რი პე­რი­ო­დი გიდ­გე­ბათ! აღარც ლო­დი­ნია სა­ჭი­რო და აღარც მოთ­მი­ნე­ბა. 2019 წელს, კირჩხი­ბე­ბი, თა­მა­მად უნდა გა­მო­ტყდნენ გრძნო­ბებ­ში, გა­დად­გით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, პა­სუ­ხად სიყ­ვა­რულს შე­მო­გა­გე­ბე­ბენ და ლა­მაზ ურ­თი­ერ­თო­ბას ჩა­ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი. ამ წელს, ვე­რა­ვინ მო­გა­ტყუ­ებთ. კი­დევ ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე! აღარ მო­გი­წევთ სი­ტყვე­ბის მო­ზომ­ვა და წი­ნას­წარ აწონ-და­წონ­ვა, თქვენ მიერ ნათ­ქვამ თი­თო­ე­ულ ფრა­ზას, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი სწო­რად გა­ი­გე­ბენ. ბევ­რი კირჩხი­ბი, უჩ­ვე­უ­ლო ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას იგ­რძნობს და მიხ­ვდე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი არ აინ­ტე­რე­სებს. წელს, თქვენ­ზე სა­პი­რის­პირ სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ნა­დი­რო­ბას და­ი­წყე­ბენ. კირჩხი­ბებს, რომ­ლებ­საც პარტნი­ო­რი ჰყავთ, და­უ­ვი­წყა­რი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ელო­დე­ბათ, სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, თქვენ­ში ვნე­ბა იფეთ­ქებს! ის კირჩხი­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე, მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ეძებ­დნენ, თა­ვი­ანთ ბედს შეხ­ვდე­ბი­ან და შე­საძ­ლოა მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნონ კი­დეც. აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ერ­თეთ ღონსძე­ბებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მო­ა­წყვეთ წვე­უ­ლე­ბე­ბი. ყო­ვე­ლი­ვე ეს მო­მა­ვალ­ში და­დე­ბით შე­დეგს მო­გი­ტანთ.

ლომი
2019 წელს, ლო­მის გავ­ლე­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­იზ­რდე­ბა. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ხელ­ში აი­ღებთ, სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის სა­და­ვე­ებს. დიდი ხა­ნია თავ­ში ერთი იდეა გიტ­რი­ა­ლებთ, რომ­ლის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი დაგ­ჭირ­დე­ბათ, ამი­ტომ იპო­ვეთ ძლი­ე­რი, შრომ­სი­მოყ­ვა­რე და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. წლის შუა პე­რი­ოდ­ში, მოვ­ლე­ნე­ბის უც­ნა­უ­რი სვლა შე­გა­ში­ნებთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში შეშ­ფო­თე­ბა არ ღირს, ყე­ე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­და­ლა­ხავთ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯის გა­დად­გამ­დე, სრუ­ლად შე­ის­წავ­ლეთ მო­ცე­მუ­ლო­ბა, არ გა­მო­გე­პა­როთ რო­მე­ლი­მე დე­ტა­ლი, რად­გან სწო­რედ უყუ­რად­რე­ბოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი წვრილ­მა­ნი იქ­ცე­ვა, დიდ პრობ­ლე­მად. 2019 წლის ბო­ლომ­დე, ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ლო­მე­ბი მო­ა­ხერ­ხე­ბენ სა­სურ­ვე­ლი თან­ხის დაგ­რო­ვე­ბას და ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას.
loading...
ქალ­წუ­ლი
2019 წლის და­სა­წყი­სი­დან­ვე, ახა­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბით საქ­მეს. ღო­რის წელი თქვენ­თვის ჰარ­მო­ნი­ის, ბა­ლან­სის, შფო­თის და­მარ­ცხე­ბის და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დია. ზო­გი­ერ­თი ქალ­წუ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა, დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მთელ კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მენ­ცი­ე­რუ­ლი ან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სენ­სა­ცია. წელს გა­და­წყვი­ტავთ, "რუ­ტი­ნა" და­არ­ღვი­ოთ! გახ­დე­ბით მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე, რაც ძა­ლი­ან გა­აკ­ვირ­ვებთ თქვენს მე­გობ­რებ­სა და პარტნი­ორს. ზო­გი­ერ­თი ქალ­წუ­ლი, არ და­ზო­გავს თავს, გვერ­დზე გა­და­დებს ჯან­მრთე­ლო­ბას და თა­ვით გა­და­ეშ­ვე­ბა სა­მუ­შა­ო­ში, რაც სა­უ­კე­თე­სო არჩვე­ნაი ნამ­დვი­ლად არ არის. ქალ­წუ­ლე­ბო, 2019 წელს სა­ჭი­რო არ არის, უფ­რო­სე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ებს ზედ­მი­წევ­ნით მის­დი­ოთ, სცა­დეთ ახა­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი და თქვენ­თვის უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი გზე­ბი იპო­ვოთ.

სასწორი
სასწორისთვის, საკმაოდ საშიში პერიოდი დგება, რადგან 2019 წელს წამყვანი პლანეტები მზე და მარსი იქნებიან. ხელფეხშეკრულად იგრძნობთ თავს, გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება, ვერ გაერკვევით საკუთარ გრძნობებში, საქმეშიც, კი მერყეობას გამოავლენთ. მიუხედავად ამისა, სასწორი მოახერხებს თავიდან აირიდოს აგრესია და კონფლიქტი. როგორ? საქმე ისაა, რომ მარსი ღორის წელს სუსტდება, მზის მდებარობა კი გლობალურ საკითხებზე მოახდენს გავლენას და არა პერსონებზე. ეს წელი, წარიმართება ცოტათი რუტინულად, ნუ ელოდებით მკვეთრ ცვლილებებს. ასევე,  ნუ წახვალთ რისკზე, რადგან დიდი ალბათობით არ გაამართლებს.  

მორიელი
მეტაფორულად მორელისთვის, 2019 წელი დაემსგავსება დიდ ტალღებზე სერფინგს. მიუხედავად იმისა, მდგარხართ თუ არა ოდესმე სერფინგის დაფაზე, მაინც წარმატებით შეებრძოლებით ტალღებს. პრობლემის გაჩენისთანავე მოახერხებთ, მის მოგვარებას. თუ დიდ პროექტში ხართ ჩართული, ან უმაღლეს განათლებას იღებთ, ნუ შეეჭიდებით თემას, რომელსაც შესაძლოა, თქვენი კომპეტენცია არ ეყოს. საერთო ჯამში, ყველა კარიერული ნაბიჯი, ცვლილებებთან მიგიყვანთ. შესაძლოა, ზოგმა მორიელმა, კოლეგასთან გააბას რომანი. ღორის წელს, გაიზრდება თქვენი პოპულარულობა, თქვენით განსაკუთრებით დაინტერესდებიან, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, რომელიც ნამდვილად გიყვართ, მაქსიმალური დისტანციურობა გამოიჩინეთ, სხვა ქალებთანკაცებთან მიმართებაში. არსებობს ალბათობა იმისა, რომ მესამე ადამიანმა, თქვენი ურთიერთობის დანგრევა სცადოს.  

მშვილდოსანი
თვითრეალიზებისთვის, იმდენი შანსი მოგეცემათ, შეუძლებელია, წარმატებას ვერ მიაღწიოთ 2019 წელს. მოიმატებს, თქვენი თავდაჯერებულობა. ელოდეთ მატერიალურ სარგებელს. ვარსკვლავების წყალობით, ლატარეაში მოიგებთ ფულს, ანდერძით მიიღებთ, ან უცხოელ პარტნიორთან ერთად, ბიზნესს წამოიწყებთ, რომელიც მომგებიანი აღმოჩნდება. ძალიან დაკავებული იქნებით, პროექტების განხორციელებით, რის გამოც შესაძლოა, პირადი ცხოვრება გვერდზე დაგრჩეთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს, დიდად შეგაწუხებთ.

თხის რქა
"გეგმიურობა, დისციპლინა, ენთუზიაზმი!" - სწორედ ეს იქნება, თხის რქის დევიზი, 2019 წელს. ზოგიერთის ცხოვრებაში, რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი, რაც თქვენი ხელმძღვანელობის, სპონტანურ გადაწყვეტილებას უკავშირდება. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ საკითხს ერთნაირად უყურებთ, მაგრამ მალევე გამოაშკარავდება, რომ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. ეს კი, იმედებს გაგიცრუებთ. ნურაფერზე აღელდებით. რაც არ უნდა მოხდეს, ამ წელს თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერი კარგად დაგვირგვინდება და საბოლოო ჯამში, იმას მიიღებთ, რაც გულით გსურთ.  
       
მერწყული
წელს, თქვენში ერთდროულად გააქტიურდებიან ანგელოზი და დემონი, ისინი ომს გამართავენ. ყოველთვის, როცა არჩევანის წინაშე დადგებით, ეშმაკი, ბოროტებისკენ გიბიძგებთ და შესაშურ პერსპექტივას დაგიხატავთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ. 2019 წელს  ფორტუნას  რჩეული გახდებით. სწორედ, მისი დახმარებით, აღმოჩნდებით სიტუაციაში, რომელშიც ადამიანები მოგენდობიან და ლიდერად გაქცევენ. მოერიდეთ სიტუაციის არევ-დარევას იქ, სადაც სიმშვიდე სუფევს. გარდა ამისა, ნუ მოჭრით ტოტს, რომელზეც წამოსკუპულხართ.  მერწყულები, რომლებიც დიდი ხნაია ურთიერთობაში არიან, დაოჯახდებიან; ხოლო მარტოხელა  მერწყულებს, მოკლევადიანი  კავშირები  ელით.

თევზები
თევზების, გარდასახვის პერიოდი დგება. ბევრი თევზი მოინდომებს, რომ საქმიანობის სფერო შეიცვალოს.  სტუდენტი თევზები, წარმატებით დახურავენ კურსს, მიუხედავად იმისა, რომ შუა სემესტრში შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას. აბიტურიენტ თევზებს, განსაკუთრებით მოუწევთ შრომა, თუ სასურველი შედეგის მიღება სურთ. 2019 წელს, მოსალოდნელია იმედგაცრუებები და წყენა, რომელსაც მალევე ჩაანაცვლებს, სიხარულით სავსე მომენტები. წელს დაისახავთ მიზანს, რომელიც მომავალში, დიდ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ და ცნობილს გაგხდით.

ალბათ ბევრ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რას ნიშნავს მაინც ეს ტრადიცია - ყოველ წელს რატომ ველოდებით გაფაციცებით, ინფორმაციას იმაზე, თუ "რისი წელი მოდის" და რას მოგვიტანს იგი, წლის მმართველის ხასიათიდან გამომდინარე. ძველი, ჩინური ლეგენდის თანახმად, ბუდასთან გამოსამშვიდობებლად მისულმა ცხოველებმა ვირთხამ, ხარმა, ვეფხვმა, კურდღელმა (კატამ), დრაკონმა, გველმა, ცხენმა, თხამ (ცხვარმა), მაიმუნმა, მამალმა, ძაღლმა და ღორმა მიიღეს უფლება, თორმეტ წელიწადში ერთხელ, წლის მმართველებად ქცეულიყვნენ და ადამიანთა ბედ-იღბალი განესაზღვრათ.

გთავაზობთ ინსტრუქციას, თუ როგორ მოვიქცეთ ღორის წელს, რომელიც 2019 წლის 5 თებერვალს დადგება:  გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, იქორწინეთ ან დაინიშნეთ, დაორსულდით და იმშობიარეთ.

 

👍 ლაიქების მომატება ფოტოზე - უფასოდ გვესტუმრეთ

loading...